სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში“ - კვლევის შედეგები
12-06-2018
-
+


„ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში“ - აღნიშნულის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა  საქართველოში ლაილა ომარ გადმა „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაზე“ დაყრდნობით განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვის თვალსაზრისით. ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათა ბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ.
 
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია: 

• ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები ქვეყანაში გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო. 
• შემოსავლის რეალური ზრდის გამო, ხალხი ნაკლებად მიიჩნევს თავს ღარიბად. 
• მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა კვლავ რჩება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მთავარ კომპონენტად. 
• ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს.  ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება (ბანკები და ლომბარდები) გაიზარდა ღარიბ ოჯახებში. 
• საბავშვო ბაღში დასწრებასთან დაკავშირებით შემცირდა სხვაობა ღარიბ/მდიდარ და ქალაქად/სოფლად მცხოვრებ ბავშვებს შორის.  
• ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ 3-5 წლის ასაკის 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნები ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს არასაკმარისი რაოდენობით. 
• ღარიბი მოსახლეობის 15-18 წლის ასაკის ყოველი მეხუთე ბავშვი აღარ არის ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში.  
 
„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მონაცემების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერებისათვის. 

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2017 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებლები.    

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მოკლე მიმოხილვა იხილეთ ამ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება