სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელი შუქი სულისა“ - გომაროს საჯარო სკოლაში პედაგოგთა საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
09-10-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში მასწავლებელთა შრომა და ღვაწლი დაფასებულია. 

შესაბამისად, სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

პედაგოგთა მსოფლიო დღესასწაულთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო ძირკვაძის, მუსიკის პედაგოგ ჟუჟუნა კახაძის ხელმძღვანელობითა და სკოლის დირექტორის - თენგიზ გობაძის ხელშეწყობით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „მასწავლებელი შუქი სულისა“.

ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა. ზარ-ზეიმში ყველა ბავშვი აქტიურად  ჩაერთო. მათ წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ცეკვა- სიმღერები. 

სკოლის დირექციამ და მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

„დღეს თქვენი დღეა!..

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ შვილებად, მიიღეთ უცხო ბავშვები და არ იშურებთ ძალას, აღიზარდონ ღირსეულ ადამიანებად. თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელი და გმირობის ტოლფასია, რადგან თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ღირსეული თაობების აღზრდაში.

მასწავლებელი ცხოვრების მეგზურია ცხოვრების გზის დასაწყისში. პირველი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება, ფეხზე მყარად დგომას გვასწავლის, ცოდნას გვაზიარებს და მერე მთელი სიცოცხლე მიგვყვება მისდამი განსაკუთრებული პატივისცემა იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი დამოუკიდებული ქვეყნის მომავალია!.

დასაბამიდანვე, ცხოვრებამ მასწავლებელს განუსაზღვრა ისეთი განსაკუთრებული თვისებები, როგორიცაა: ბავშვის სიყვარული, უშრეტი ენერგია, ბუნებით მომადლებული ღრმა კეთილშობილება, ხალხისა და მამულის უანგარო სიყვარული.

„მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“ 

გომაროს საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ ყველა მასწავლებელს ამ მნიშვნელოვან დღეს. ჯანმრთელობასა და კარიერულ წინსვლას გისურვებთ!“, - ამ სიტყვებით მიმართეს პედაგოგებს სკოლაში და უსურვეს კიდევ დიდხანს ემსახურონ ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება