სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცეს  
09-10-2024
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს სამახსოვრო ბარათები, მისწერეს წერილი თავიანთ საყვარელ მასწავლებლებს, საკუთარი წარმოსახვით დახატეს პედაგოგები.

აღნიშნულმა საჩუქრებმა მასწავლებლები ძალიან გაახარა.

„ყველაზე წრფელი და უანგარო სიყვარული ხომ სწორედ ბავშვებმა იციან. მადლობა თითოეულ ბავშვს ასეთი სითბოსა და სიყვარულისთვის. მადლობა კლასის დამრიგებლებს ასეთი ლამაზი აქტივობისთვის“, - გვეუბნებიან სკოლაში.

5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია

2027 წლის კალენდარი - მნიშვნელოვანი თარიღები და უქმე დღეები

სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს

ფესტივალის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საზეიმო ნომრები წარუდგინეს

„მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ თანამედროვე საერთაშორისო პროცესები“

მე-6 კლასელებმა თემაზე პრეზენტაციები მოამზადეს და საკუთარი პოზიცია კლასის წინაშე გააჟღერეს

სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება