სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საუკუნოვანი ტრადიცია - სამტრედიის N12 საჯარო სკოლა 130 წლის იუბილეს ზეიმობს
03-10-2024
-
+


წელს, სამტრედიის N12 საჯარო სკოლა 130 წლის გახდა, საიუბილეო თარიღი სკოლაში დიდი ზარ-ზეიმით და შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა. 

სკოლამ 1894 წლიდან დღემდე ბევრი ნიჭიერი, ღირსეული და წარმატებული თაობა აღუზარდა სამშობლოს: „პერფორმანსი, რომელიც 1894 წლიდან იწყება დღევანდელ რეალობამდე მეთორმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესოდ და ემოციურად წარუდგენენ საზოგადოებას“, -  ასე აფასებენ სკოლაში საზეიმო ღონისძიებას, სადაც მრავალმხრივ ნიჭიერმა მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანეს და კიდევ ერთხელ დაარწმუნეს თემი, რომ სწორედ ასეთი ახალგაზრდები იზრდებიან სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში, აგერ უკვე 130 წელია. 

აღსანიშნავია, რომ სტუმართა შორის იყვნენ სკოლის კურსდამთავრებულები, ყოფილი პედაგოგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები . საზოგადოება ერთად ზეიმობს საუკუნეს გადაცილებული სკოლის იუბილეს. 

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო სკოლის კურსდამთავრებულის, ბექა ტოხვაძის შემოქმედება.

ბექა 1989 წლის 27 სექტემბერს დაიბადა, არის საქართველოს მხატვართა ლიგის წევრი, 2020 - წლიდან სისტემატურად იღებს გამოფენებში მონაწილეობას, ბექას ნამუშევრები წარდგენილი აქვს ფართო საზოგადოების წინაშე, შვიდ ჯგუფურ გამოფენაზე. მშობლიური სკოლის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი, მხატვარმა თავისი ფერწერული ტილოების კოლექცია პერსონალური გამოფენის სახით გააცნო სამტრედიელებს.

მე-12 საჯარო სკოლის განახლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილი პროექტების ნათელი მაგალითია. 

სკოლის სააქტო დარბაზში კი დირექტორმა, ნინო ონიანმა მოწვეულ სტუმრებს საინტერესო საარქივო ფოტო და დოკუმენტური მასალა გააცნო, რომლითაც დასტურდება, რომ ქალაქში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება სწორედ დღევანდელი მე-12 საჯარო სკოლა იყო. 

მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყო მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თინათინ ხარძიანი, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები, საინტერესო პერფორმანსის ხილვა მოუწიათ. 1834 წლიდან დაწყებული დღემდე,  საგანმანათლებლო მოდელის გაცოცხლებულმა ვერსიებმა, კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას დროსთან ერთად სახეცვლილი სისტემის მრავალფეროვნება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებულად ემოციური იყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული თითოეული ნომერი.

ღონისძიების დასასრულს სასკოლო საზოგადოებას მერმა მიმართა:

„ეტყობა რომ სკოლაში პატრიოტული სულისკვეთებაა. აქ ძლიერი და პროფესიონალი პედაგოგების გუნდია შეკრული. სხვაგვარად არც შეიძლება, უძველესი და დიდი ტრადიციების მატარებელი სკოლისთვის. დღეს მე-12 საჯარო სკოლა წარმატებული სკოლის სტატუსს ატარებს. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი კი სწორედ ახალგაზრდებზე და მათ წარმატებაზე ზრუნვაა“. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეგისტრაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება - გამოცდის საფასური და ტესტის ნიმუშები ცნობილია 

ნეონაცისტი არასრულწლოვნები ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე - შსს დეტალებზე

„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - izrune.ge-ს საქველმოქმედო აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია

ბზის მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა - კონტროლის გამკაცრებაზე ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

ნახატების გამოფენა სახელწოდებით - „გაზაფხული შემოსულა ლენ“, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღეს მიეძღვნა

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება