სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოქროს და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები 500-400 ლარს მიიღებენ - ახალი წესი დამტკიცდა
04-10-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების წესი დამტკიცდა.

დოკუმენტში განმარტებულია:

ოქროს მედალოსანი – მოსწავლე, რომლის საშუალო  საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და მიმდინარე სასწავლო წლის  პერიოდში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით.

ვერცხლის მედალოსანი – მოსწავლე, რომლის საშუალო  საფეხურის საერთო ქულა არის 9,8 ან მეტი და მიმდინარე სასწავლო წლის  პერიოდში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით.

„პროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება შემდეგი ოდენობით:

ა) ოქროს მედალოსანი – 500 (ხუთასი) ლარი;

ბ) ვერცხლის მედალოსანი – 400 (ოთხასი) ლარი.

ჯილდოს გასაცემად გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) წერილი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/რწმუნებულება (იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით მოსარგებლე არასრულწლოვანია);

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/სკოლიდან მიღებული სრული ზოგადი განათლების ატესტატი ან აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა;

ე) ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პროგრამით მოსარგებლე არის ოქროს/ვერცხლის მედალოსანი;

ვ) პროგრამით მოსარგებლე პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიში, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება