| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში და საკუთარ გამოცდილებას სასკოლო საზოგადოებას უზიარებენ.
ამის ნათელი მაგალითია, მოსწავლეთა ჩართულობა საბადურში გამართულ ტრენინგ-კურსსზე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრები 21-25 სექტემბერს გაიმართა და მოსწავლეები: ნიკოლოზ გაბროშვილი, თორნიკე გაბროშვილი, ანანო აკოფაშვილი, ესწრებოდნენ.
ტრენინგ-კურსი ჩატარდა შემდეგ თემებზე: სოციალური მუშაობა, ოკუპაციური თერაპია, ლიდერობა, თემის მობილიზება, რისკების მენეჯმენტი, საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა.
ტრენინგ კურსის მიზანი სათემო ელჩების გადამზადება იყო, რათა ინფორმაცია გაავრცელონ X-XII კლასებში ისეთ დეფიციტურ პროფესიებზე, როგორებიცაა სოციალური მუშაობა და ოკუპაციური თერაპია.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგ-კურსი ჩატარდა პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების მიწოდებაში“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) თანამშრომლობით.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ