სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამტკიცდა მასწავლებლობის უფლების აღიარების წესი - ვის ეხება ბრძანება
30-09-2024
-
+


უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესი დამტკიცდა. უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის მიზანია, სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოყენებულ იქნეს უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლების საერთაშორისო გამოცდილება, მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ მოწვეულ მასწავლებლად დასაქმების გზით. 

 განმცხადებელი უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების მიზნით, განცხადებით მიმართავს მასწავლებელღა პროფესიული განვიტარების ეროვნულ  ცენტრს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამის სფეროში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რა საგნის სწავლებაც სურს) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად);

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის წერილობითი თანხმობა (სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად) მისი უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის აღიარების მიზნით წარდგენასთან დაკავშირებით (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრისთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში).


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება