სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N72 სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს კვირეული მიეძღვნა
30-09-2024
-
+


თბილისის N72 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.

სკოლაში, ამ ტრაგიკული დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.

საგანთაშორისი პროექტის „საქართველოს ხმა“- იდეა ეკუთვნოდა ინგლისურის პედაგოგს საბინა ალიევას. პროექტი შეიმუშავეს ინგლისური ენის პედაგოგებმა სკოლის ქართული და რუსული სექტორის მე-9 კლასებისათვის. პროექტს შეუერთდნენ საზოგადოებრივ მეცნიერებების, ესთეტიკისა და სახელმწიფო ენის კათედრების მასწავლებლები.

კვირეული დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით.

მოსწავლეებმა მოინახულეს გმირთა მემორიალი და გვირგვინით შეამკეს. მათ ასევე, ნახეს ფილმი „მანდარინები“, მოიძიეს მასალები აფხაზეთის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებსა და გმირებზე.

კვირეული დასრულდა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით და პრეზენტაციებით ქართულ და ინგლისურ ენებზე.

პროექტი კი დასრულდება კვირეულის კრებულის გამოცემით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ომის ვეტერანები, ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი. მათ მადლობა გადაუხადეს სკოლას ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისათვის. კვირეული შეაჯამა სკოლის დირექტორმა - მანანა კიკაჩეიშვილმა და მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და მოსწავლეებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა გამომსვლელმა ერთხმად აღნიშნა, რომ მშვიდობას, განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და მომავალმა თაობებმა ურთიერთმიტევებით უნდა მიაღწიონ ურთიერთობების აღდგენას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას. 

31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება