სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

LANGUAGES IN MY SCHOOL - დარკვეთის საჯარო სკოლაში, ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
30-09-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

სკოლა, ამჯერად, ენების ევროპული დღის აღნიშვნას შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, სკოლის უცხო ენათა კათედრამ (ნანა ბარბაქაძე,მარინა ჩინჩალაძე, ანუშ თაბაგარი) შემეცნებითი ღონისძიება: LANGUAGES IN MY SCHOOL მოაწყო.

ღონისძიება არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობით იყო დატვირთული. მასში ჩართული იყო ყველა საფეხურის მოსწავლე.

მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო პოსტერები, შემდგომ კი მათი პრეზენტაცია მოაწყვეს. მათ ასევე საინტერესო აქტივობა ჩაატარეს, რომელიც ითვალისწინებდა ცნობილი ადამიანების (მსახიობები, სპორტსმენები) ფოტოების ამოცნობას.

ღონისძიება ასევე მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • ხმოვანი ტექსტის ამოცნობა;
  • ლექსების წაკითხვა სხვადასხვა ენაზე;
  • მუსიკალური ნომრების შესრულება.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

26 სექტემბერს მთელი ევროპა საზეიმოდ აღნიშნავს ენების ევროპულ დღეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება