სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
11-06-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქართველი მწერლებისთვის ლიტერატურულ კონკურსს -  „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ აცხადებს.

კონკურსის მიზანია, მწერლებმა ხელი შეუწყონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ჯანსაღი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებას სკოლაში.

წელს, კონკურსის მრავალფეროვნებისთვის, საერთო სათაურის ქვეშ, სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებიდან ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი_ ღირებულებების_ თემა გამოვყავით. რაც იმას ნიშნავს, რომ მწერლებმა უნდა შექმნან ნაწარმოებები, რომლებიც ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, როგორიცაა უსაფრთხო სასკოლო გარემო, ტოლერანტობა, ინტერკულტურული განათლება, სამართლიანობა, მეგობრობა და წარმოაჩენს მასწავლებლის როლს ამ პროცესში.

კონკურსის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს სპეციალური ჟიური. გამარჯვებულები 1 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მიმდინარეობისას საზეიმო მიღებაზე დაჯილდოვდებიან. მათ საჩუქრად გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო ლიბერთი ბანკისაგან.

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

დაინტერესებული პირები კონკურსის პირობებს დეტალურად გაეცნობიან როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე tpdc.ge-ზე, ასევე ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება