სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბოლო ვადა 26 სექტემბერია - რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა
25-09-2024
-
+


ცხადდება რიგგარეშე მობილობა აბიტურიენტებისა და მობილობის მსურველი იმ პირებისათვის, რომლებმაც, 2024-2025 სასწავლო წლისათვის, ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში.

დაწესებულებების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის, აგრეთვე სწავლის საფასურის შესახებ  სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა - 2024 წლის 25 სექტემბრიდან - 26 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა;

რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადაა - 2024 წლის 7 ოქტომბერი;

რიგგარეშე მობილობით სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადად განისაზღვრა - (არაუგვიანეს) 2024 წლის 14 ოქტომბერი.

რიგგარეშე მობილობაში მონაწილე პირთათვის

რიგგარეშე მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი მისაღები ადგილებისა და გამოცხადებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე  გამოქვეყნების შემდგომ, სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები.

განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა - 2024 წლის 1 ოქტომბრიდან - 6 ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, მნიშვნელოვანია პირმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას, რომელიც შესაძლოა იყოს 6 ოქტომბრამდე ადრე პერიოდი, განსაზღვრავს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@emis.ge 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება