სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N20 სკოლაში პედაგოგმა - მარინა ზოსიძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გამართა
23-09-2024
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გამარჯვებული პროექტი განხორციელდება. 

პროექტი პედაგოგ მარინა ზოსიძეს ეკუთვნის და მისი სახელწოდებაა - „მრავალფეროვნება სწავლაში“. 

12 სექტემბერს სასკოლო საზოგადოების წინაშე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 

შეხვედრა საინფორმაციო  ხასიათის იყო და მის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული პირების ინფორმირება, პროექტის შესახებ. 

შეხვედრას პედაგოგი მარინა ზოსიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პრეზენტაციის შესახებ თავად გვიამბობს:

„შეხვედრაზე კოლეგებს ვესაუბრე ზოგადად აღნიშნული პროგრამის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ შესახებ და პროექტის გაგრძელების შემთხვევაში მოვუწოდე მათ მონაწილეობის მიღებაზე. 

პრეზენტაციაზე მოკლედ მიმოვიხილე ჩემი პროექტი - „მრავალფეროვნება სწავლაში“ . კოლეგებს გავაცანი ამ პროექტის  ქვეპროექტები, პროექტის  ამოცანები, სამოქმედო გეგმა, მყისიერი და გრძელვადიანი მიზნები. პრეზენტაციის ბოლოს ამომწურავად ვუპასუხე კოლეგების შეკითხვებს, პროექტთან დაკავშირებით.

შეხვედრამ თავისი შედეგი გამოიღო- კოლეგების ცნობიერება იმდენად ამაღლდა, რომ აღნიშნული პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში  ჩემს სკოლაში გამრავლდება  გამარჯვებული პროექტები

პ.ს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამ პროგრამის განხორციელებისთვის. საკონკურსო კომისიამ  კი დამარწმუნა თავის ობიექტურობაში. ამ ობიექტური გადაწყვეტილებით მე, როგორც მოტივირებული პედაგოგს, შესაძლებლობა მომეცა სასწავლო პროცესი გავხადო უფრო მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი  და ინოვაციური. მადლობა, მადლობა და ისევ მადლობა“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

სკოლაში პედაგოგ მარინა ზოსიძის წარმატება ახარებთ და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებენ. 

„ახალი სასწავლო წელი იწყება შემოქმედებით მრავალფეროვანი აქტივობებით, სკოლა წარმატებას უსურვებს  ქალბატონ მარინას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება