სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს 
04-09-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის რვა კურსდამთავრებულიდან ხუთი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. 

სკოლაში, სადაც კურსდამთავრებულებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ ახარებთ, რომ ახალგაზრდები პროფესიებს მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში დაეუფლებიან. 

დავით დუმბაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე ჩაირიცხა;

ირაკლი თავდგირიძე - ბათუმის საზღვაო აკადემიაში ნავიგაციას შეისწავლის;

ქრისტინე დუმბაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია;

აბა ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის;

გიგა თავდგირიძე კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ. 

„წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სტუმრებმა ერთად აღნიშნეს ახალი სასწავლო წლის დაწყება
 
მშობელი მადლობას უხდის ბეკამის საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მოსწავლის აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისთვის
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება