| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიღწევები შთამბეჭდავია.
ამჯერად, სკოლაში მე-12ბ კლასის მოსწავლის - მირიან ფაიქიძის (დამრიგებელი ფიქრია მაჩიტიძე) ბრწყინვალე წარმატებას აღნიშნავენ.
საქართველოს მოსწავლეთა გუნდის წევრმა - მირიან ფაიქიძემ ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალური რაუნდის ოქროს მედალი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოლიმპიადის ფინალური რაუნდი იმართება საბერძნეთში და დასრულდება 4 სექტემბერს.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ დამსახურებულ ჯილდოს და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ მირიანს, სულ წარმატებით ევლოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის გაუმჯობესებას ემსახურება. იგი ეკონომიკური განათლების ინსტიტუტმა (INEV) ჩეხეთის რესპუბლიკაში 2016 წელს დაარსა, 2017 წლიდან კი გახდა საერთაშორისო პროექტი. ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უკვე ტარდება 20-მდე ქვეყანაში, რომელშიც ყოველწლიურად ჩართულია 100 000 მოსწავლე და 4 000-მდე მასწავლებელი. საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi).
იხილეთ მოსწავლის დაჯილდოების ამსახველი ვიდეო ბმულზე
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“