სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არეშფერანის საჯარო სკოლას პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა 
04-09-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ტექნიკით ხვდება. 

სკოლას ახალი პორტაბელური კომპიუტერები შეემატა. 

სკოლაში საჩუქარი ახარებთ და აღნიშნავენ რომ ახალი რესურსი მოსწავლე-მასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესს მეტად კომფორტულს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. 

არეშფერანის საჯარო სკოლაში შესანიშნავი ამბავია, ჩვენი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული საგაკვეთილო პროცესის წასამართად,  უსასყიდლოდ,  საჩუქრის სახით, გადმოეცა პორტაბელური კომპიუტერები, რათა საგაკვეთილო პროცესი მეტად მრავალფეროვანი და შედეგზე ორიენტირებული იყოს. 

ჩვენი მოტივირებული და წიგნიერი მოსწავლეები აქტიურად გამოიყენებენ რესურსს მნიშვნელოვანი პროექტებისა და კვლევების განხორციელებისთვის.

ამ დიდი საჩუქრისთვის უღრმეს მადლობას ვუხდით ყველას ვისაც მცირედი თუ უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი სიხარულის მონიჭებისთვის. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მის უფროსს ქალბატონ ხათუნა შუშტაკაშვილს 

 ასევე დახმარებისთვის  დიდი მადლობა  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის ადმიანისტრაციულ ერთეულს და მის წარმომადგენლებს: ზურაბ სხირტლაძესა და დიანა ბოლოთაევას და რა თქმა უნდა ჩვენი სკოლის დირექტორს - სტელა გიგოლაევას, რომელიც მუდამ ზრუნავს მოსწავლეებზე, ცდილობს სკოლას  შემატოს ყველაფერი რაც  მოსწავლის განვითარებისთვისაა საჭირო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება