| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ბექა კაპანაძემ, გიორგი კაპანაძემ, საბა კაპანაძემ, ლევან კილაძემ, მიხეილ ლომიძემ, დავით მიქელაშვილმა, დათო ნოზაძემ და ანი ჩანდიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულთა მიღწევებით ხარობენ, ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ მათი აღზრდილები დიდი შემართებით გააგრძელებენ ცოდნის მიღებას, სასურველ პროფესიებს წარმატებით დაეუფლებიან და ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას.
„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლა ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატების ჩაბარებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს - ბექა კაპანაძეს, გიორგი კაპანაძეს, საბა კაპანაძეს, ლევან კილაძეს, მიხეილ ლომიძეს, დავით მიქელაშვილს, დათო ნოზაძეს, ანი ჩანდიშვილს. უსურვებს წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“