სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭუბერის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს -  თამარ ჩხვიმიანს, თამარ გადრანსა, დათო ცინდელიანს სტუდენტობას ულოცავენ
03-09-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - თამარ ჩხვიმიანმა, თამარ გადრანმა, დათო ცინდელიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები, რომლებიც აღზრდილებს მთელი საგმოცდო პერიოდი აქტიურად გულშემატკივრობდნენ, ახალგაზრდების მიღწევებით ხარობენ. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და სჯერათ, რომ ახალგაზრდები არჩეულ პროფესიებს წარმატებით დაუფლებიან და საკუთარი პროფესიონალიზმით ასახელებენ სოფელს, სკოლასა და საქართველოს. 

 „ჭუბერის სკოლა ულოცავს თამარ ჩხვიმიანს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ციფრულ მარკეტინგზე, თამარ გადრანს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, დათო ცინდელიანს - თსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტზე ჩარიცხვას! წარმატებულ სტუდენტობას, ბედნიერ მომავალს გისურვებთ სამშობლოს საკეთილდღეოდ!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება