სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
02-09-2024
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავენ და ახალგაზრდებს წარმატებულ და ნათელ მომავალს უსურვებენ. 

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სკოლის ოქროსმედალოსნის - ანრი ბერაიას წარმატება. ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებიდან სულ ხუთმა კურსდამთავრებულმა მოახერხა 100-პროცენტიანი გრანტის მოპოვება და მათ შორის ანრიმ, რომელიც ალტე-უნივერსიტეტში - მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

აგრეთვე სტუდენტები გახდნენ:

  • ელენე გაბრავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ინგლისური ფილოლოგია;
  • დათო ლომაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნეს-ადმინისტრირება (მენეჯმენტი);
  • ილია თოდუა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ისტორია;
  • მარიამ ტურავა - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი - ტურიზმი;
  • ანი ხარებავა - ალტე-უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია;
  • ლუკა პერტია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ტურიზმი;
  • ალექსი ტურავა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ბიზნეს-ადმინისტრირება (მენეჯმენტი). 

ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურენოვან კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე (სან დიეგოს უნივერსიტეტი) 70-პროცენტიანი გრანტით ჩარიცხა სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული ნიკა ბუკია, რომელმაც საშუალო საფეხური გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმში დაამთავრა.

სტუდენტი გახდა აგრეთვე შარშანდელი კურსდამთავრებული დარია მებონია, რომელსაც სკოლის დირექცია და პედაგოგები ევროპულ უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე მოხვედრას ულოცავენ. 

„ბედნიერ სტუდენტობას ვუსურვებთ ყველა კურსდამთავრებულს!“,- დასძენენ სკოლაში და ახალგაზრდების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება