| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
თათია ბეკურაშვილი, მარიამ მარგალიტაშვილი, ბაჩანა კასრაძე, ნინი მამაცაშვილი, ანი ზუროშვილი, გიგი ახპატელი, ლიზი მასტოიანი, ელენე ხარაძე, გიორგი ხარაძე და გიორგი ბაქრაძე მათთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ და სასურველ პროფესიებს დაეუფლებიან. მათ შორის ნაწილმა 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ, ახარებთ მათი წარმატება და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებენ.
„თელავის N6 საჯარო სკოლა ულოცავს ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით ჩვენს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას! წარმატებას და ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ! მრავალი წარმატება მოგველოცოს მომავალშიც!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი