სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები

„ბედნიერებაა, როცა მოსწავლე მასწავლებლებისა და სკოლის იმედებს ამართლებს“ -გაიცანით საჩხერის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული რუსუდან ცაბაძე
06-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია პირველადი ქულები. აღსანიშნავია, რომ უცხოურ ენაში მაქსიმალური ქულა 1101-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორისაა აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული რუსუდან ცაბაძე. 

როგორც რუსუდანი გვეუბნება, მაქსიმალური ქულა მოულოდნელი იყო და შედეგის ნახვის პირველი სიხარული პირველი დედას გაუზიარა: „სიმართლე გითხრათ, როცა გამოცდაზე შევდიოდი ძალიან ვღელავდი, მეგონა, რომ ვერ დავწერდი მაღალ ქულაზე, თუმცა როცა გამოცდა დაიწყო და მუშაობას შევუდექი დავმშვიდდი, ნერვიულობის დრო აღარ მქონდა, ვეცადე ჩემი ცოდნა მაქსიმალურად გამომეყენებინა,. გამოცდიდან გამოსული უკვე მაღალ ქულას ველოდი, თუმცა მაქსიმალური შედეგში ეჭვი მეპარებოდა. გუშინ, როცა ქულა ვნახე ძალიან მოულოდნელი იყო, უზომოდ გამიხარდა, პირველად დედასთან გავვარდი, ორივე უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით“. 

რუსუდანი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას აპირებს, სახლში 4 ექიმი ჰყავს, უფროსი და-ძმებიც სამედიცინოზე სწავლობენ და თავადაც ამ მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელებას: „სამედიცინოზე ვაპირებ ჩაბარებას, ალბათ ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი სამომავლო საქმე ექიმობა იქნებოდა, ჩემს ოჯახში 4 ექიმია, ჩემი უფროსი და-ძმებიც ამ პროფესიას ეუფლებიან და მეც დიდი სურვილი მაქვს მათ კვალს გავყვე“. 

აბიტურიენტის წარმატებით განსაკუთრებით ამაყია სკოლის დირექტორი ირმა კაპანაძე, რომელიც კურსდამთავრებულს ულოცავს მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებს. 

„დიდი ბედნიერება და სიხარულია, როცა მოსწავლე მასწავლებლებისა და სკოლის იმედებს ამართლებს. მინდა მივულოცო ყველა ჩემს კურსდამთავრებულს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატება, ჩვენ 50 აბიტურიენტი გვყავდა, 13 - ოქორს მედლის კანდიდატი, სწორედ მათ შორისაა რუსუდან ცაბაძე, საოცრად ნიჭიერი და შემოქმედებითი უნარების პატრონი, რომელიც აპირებს, რომ ოჯახურ ტრადიციას არ უღალატოს და სწავლა სამედიცინოზე გააგრძელოს. მინდა, მას მივულოცო უცხოურ ენაში მაქსიმალური ქულის მოპოვება და გზა დავულოცო. ასევე წარმატება ვუსურვო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებითაც ვამაყობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მათით მთელი საქართველო იამაყებს“, - აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება