სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტი, რომელმაც ქართულში, ინგლისურსა და მათემატიკაში უმაღლესი ქულები რეპეტიტორთან სიარულის გარეშე მიიღო - გაიცანით, ლუკა ალადაშვილი
05-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება უკვე დაიწყო და როგორც ყოველთვის, ყურადღების ცენტრში არიან აპლიკანტები, რომლებმაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. ერთ-ერთი მათგანი ლუკა ალადაშვილია. მან ქართულში 60-დან 60, ინგლისურში 70-დან 70, ხოლო მათემატიკაში 51-დან 50 ქულა დაიმსახურა. უმაღლესი განათლების მიღება კი თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების კუთხით, სურს.

ლუკა ალადაშვილმა etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ რეპეტიტორებთან საერთოდ არ უვლია და ეროვნულებისთვის სკოლაში ემზადებოდა. 

„ქულებთან დაკავშირებით, გარკვეული მოლოდინი მქონდა, მაგრამ მაინც არ მინდოდა, თავი ისე განმეწყო, რომ მაქსიმალურს ავიღებდი. როცა შედეგი ვნახე, მაინც გამიხარდა და თან, იმედიც გამიმართლდა.

სკოლაში დავდიოდი, სხვაგან არ მოვმზადებულვარ, მე-10 კლასიდან გვყავდა მასწავლებელი და დარწმუნებული ვიყავით, რომ ეროვნულებზე მაქსიმალური შედეგი უნდა დაგვედო“,- აღნიშნა ლუკა ალადაშვილმა. 

აბიტურიენტის აზრით, გამოცდაზე უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი, თუმცა თუ მეცადინეობდი და გამოცდილება გაქვს, ყველაფერი დაძლევადია. 

„ქართულში „დიდოსტატის მარჯვენა“ დავწერე. ძალიან გასაკვირი იყო, რადგან ეს ნაწარმოები დიდი ხანია არ მოსულა. ზოგადად, ძალიან ბევრი ნიუანსია და ძნელია, რომ 3 საათში ყველაფერი ჩაატიო - გრამატიკულ ნაწილსაც ყურადღება მიაქციო და აზრიც გამართო. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოცდილების საკითხია - თუ ამაზე მუშაობდი, გამოცდაზე აუცილებლად გამოვლინდება. ჩემთანაც ეს მომენტი იყო და არც თემის დაწერა გამიჭირდა, რადგან ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი“,- ამბობს ლუკა ალადაშვილი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება