TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , ინტერვიუ

აპლიკაცია „უნივერსალური შუქნიშანი“ - 16 წლის გოგონების ინოვაციური პროექტი
07-06-2018
-
+


სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-GESS“-ის 16 წლის მოსწავლეებმა - ჯული მუხაძემ, მარიამ ბარიაშვილმა და ნინო ბულბულაშვილმა, დავით სონღულაშვილის მენტორობით აპლიკაცია „უნივერსალური შუქნიშანი“ შექმნეს.
  
კერძოდ, გოგონების ინოვაციური პროექტი პატრულის თანამშრომლების დახმარებასა და გზებზე საცობების მოწესრიგებას გულისხმობს. Etaloni.ge-ს აღნიშნული თემის შესახებ იდეის ერთ-ერთი ავტორი, მარიამ ბარიაშვილი ესაუბრა, რომელმაც აპლიკაციის შესახებ სრული ინფორმაცია მოგვაწოდა. 

- მარიამ, რას გულისხმობს პროექტი - „უნივერსალური შუქნიშანი“? 

- ჩვენ შევქმენით აპლიკაცია, რომელიც პატრულის თანამშრომელს საშუალებას მისცემს შუქნიშანზე ფერების ანთების ხანგრძლივობა ადგილიდან ხელით მართოს, ასევე, რეჟიმები გრაფიკის მიხედვით შეუცვალოს. ეს აპლიკაცია შუქნიშანს ბლუთუზით უკავშირდება და პატრულის თანამშრომელი სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ გამოიყენებს. ამავდროულად, ე.წ. „სიტყვა-პასუხის რეჟიმი“ დავამატეთ, სადაც უკვე მოქალაქე შეძლებს „შუქნიშანს მისწეროს“ შეკითხვა, თუ როგორი მდგომარეობაა ქუჩაზე. მას კი „შუქნიშნისგან მიუვა“ პასუხი, როგორც ტექსტური, ასევე ფოტოს სახით, სადაც გზის მდგომარეობა იქნება ასახული.

- უფრო კონკრეტულად, რა სიახლეს სთავაზობს „უნივერსალური შუქნიშანი“ მომხმარებელს?

- ჩვენი პროექტის წყალობით პატრულის თანამშრომელს აღარ მოუწევს გზებზე დგომა და ხელებით მინიშნებების გაცემა. აპლიკაცია შუქნიშანს სწავლებადს გახდის, შეამცირებს საცობებს, შესაბამისად, გამონაბოლქვის გამოყოფასაც საგრძნობლად შეამცირებს.

- რატომ გაგიჩნდათ ამ პროექტზე მუშაობის სურვილი?

- ხშირად ვხდებოდით პატრულის თანამშრომლებს, რომლებიც გზებზე მოძრაობას არეგულირებდნენ. გადავწყვიტეთ, ეს პრობლემა აღმოგვეფხვრა. იდეის განხორციელების საშუალება კი STEM-ის კლუბმა მოგვცა. 

- რა დრო დასჭირდა „უნივერსალურ შუქნიშანზე" მუშაობას?

- აპლიკაციის შესაქმნელად ორი თვე დაგვჭირდა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენი პირველი პროექტია.

- რა გამოხმაურება მოჰყვა უკვე პროექტს, სად გაიმარჯვეთ და რას ელით უახლოეს მომავალში?

- ამ პროექტით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე პრიზი ავიღეთ და სამეცნიერო ბანაკში მივდივართ. მომავლისთვის კი გვსურს, ჩვენი პროექტი ქალაქში დაინერგოს. ახლა სწორედ ამ პროექტის გაუმჯობესებასა და ფუნქციების დამატებაზე ვმუშაობთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება