სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა პროცედურები უნდა გაიაროთ ქულის აპელაციისთვის და როდის გაიგებთ შედეგს?
03-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, აბიტურიენტებისა და მათი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო საკითხია, თუ როდის იქნება ყველა საგნის პირველადი შედეგები.

აღსანიშნავია, რომ შედეგების გამოცხადების შემდეგ, აპლიკანტებს საკუთარი ქულის გასაჩივრება შეუძლიათ. ამისთვის კი, განაცხადი ონლაინ უნდა შეავსონ. უფრო კონკრეტულად, თუ რა პროცედურები უნდა გაიარონ მათ, რამდენია საპრეტენზიო განაცხადის საფასური და რა შემთხვევაში დაუბრუნდებათ თანხა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ცნობარში განმარტავს. 

როგორ ხდება ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადების შეტანა?

თუ აბიტურიენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია გააპროტესტოს ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებული ქულა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში. ამ შემთხვევაში მან ელექტრონულად უნდა შეავსოს ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი.
საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონულად (ინტერნეტით) შევსებისათვის საჭირო პროცედურები და ვადები განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge.

რამდენია საფასური და რა შემთხვევაში დაგიბრუნდებათ თანხა?

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით (ერთი საგნისათვის). ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება შესაბამის ვადებში განცხადების საფუძველზე.

როგორ უნდა გადაიხადოთ?

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დანიშნულებაში საქართველოს მოქალაქე უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელსა და პირად ნომერს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიას და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო შემდეგია:

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო შემდეგია:

  • „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით - bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით- mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი. 

აღსანიშნავია, რომ განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება. გასწორებისას შემოწმდება მონიშნული ტესტური დავალება მთლიანად. თუ დავალება არ არის მონიშნული, სწორდება მთლიანი ნაშრომი.

როდის გეცოდინებათ თქვენი ქულა შეიცვალა თუ არა?

საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან მაქსიმუმ 20 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება აისახება გამოსაცდელის პირად სარეგისტრაციო გვერდზე და შედეგის ნახვა მხოლოდ მისთვის იქნება შესაძლებელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება