სიახლეები


„მომავლის განათლება“ წარსულიდან: რას და როგორ ასწავლიდნენ ექსპერიმენტულ სკოლებში XX საუკუნის დასაწყისში
04-08-2024
-
+


ტრადიციული სწავლების კრიტიკა, როგორც ჩანს, ყველა დროის ჩვეული მოვლენაა. ჯერ კიდევ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაჩნდა ბევრი ალტერნატიული საგანმანათლებლო სისტემა, რომლებიც იმ დროისთვის ექსპერიმენტული იყო და სწავლების არაერთი მიდგომის ფუძემდებელი გახდა. საინტერესოა როგორი იყო „მომავლის სკოლები“ წარსულიდან. 

Abbotsholme School - დიდი ბრიტანეთი, 1889 წელი 

აბოტსჰოლმის“ სკოლა 1889 წელს 30 წლის ინგლისელმა პედაგოგმა და რეფორმატორმა სესილ რედიმ გახსნა. სკოლა-ინტერნატი, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობდა1927 წლამდე, მისთვის ლაბორატორია გახდა, სადაც პრაქტიკაში ცდიდა საკუთარ იდეებს „ახალებური აღზრდის“ შესახებ. 

სასწავლო დაწესებულება დევონშირის საგრაფოში, სოფლად მდებარეობდა: რედი დარწმუნებული იყო, რომ ბუნებასთან კავშირი - აღზრდის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მის სკოლაში მხოლოდ ვაჟები სწავლობდნენ. პირველ წელს  შვიდი მოსწავლე ირიცხებოდა, მომდევნო წლებში - დაახლოებით სამოცი (არაუმეტეს თექვსმეტი მოზარდი კლასში). თითოეული სასწავლო დღე სამ ბლოკად იყო დაყოფილი: დღის პირველი ნახევარი აკადემიურ მეცადინებას ეთმობოდა, შუადღე - სპორტსა და ფიზიკურ საქმიანობას ბაღჩასა თუ ეზოში, საღამო კი - დასვენებასა და შემოქმედებას ეძღვნებოდა.

სასწავლო კურსი მიმართული იყო მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე: ვაჟებს ასწავლიდნენ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ დისციპლინებს, უცხოურ ენებს, სიმღერასა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას. ბრიტანეთის სკოლების ისტორიაში პირველად, მოსწავლეები ასევე გადიოდნენ სექსუალური განათლების კურსს. 


განსხვავებით, იმ დროის სხვა ინგლისური სკოლებისგან, სადაც სწავლება სიმკაცრესა და დამორჩილებაზე იყო დაფუძნებული Abbotsholme School მოწოდებული იყო ბავშვებისთვის განევითარებინა  დამოუკიდებლობა და ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, ამისთვის კი წახალისებული იყო სკოლის თვითმმართველობა: სკოლაში პარლამენტი და საარჩევნო კომიტეტებიც კი შეიქმნა. 

რედი სკოლაში სამუშაოდ როგორც დიდი დიდი ბრიტენეთის, ისე სხვა ქვეყნების საუკეთესო პედაგოგებს იწვევდა. ბევრმა მათგანმა შემდგომში საკუთარი ინოვაციური სკოლები დააფუძნა - მაგალითად, ჯონ ბედლიმAbbotsholm-ის ერთ-ერთმა პირველმა მასწავლებელმა, 1890-იანი წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთში გახსნა კერძო სკოლა - Bedales School.

აღსანიშნავია, რომ Abbotsholme School დღემდე მუშაობს. 1969 წლიდან კი დაწესებულებაში სწავლის უფლება გოგონებსაც მისცეს. 

ქალაქ დალტონის საშუალო სკოლა - აშშ, 1916 წელი

პედაგოგი ჰელენ პარკჰერსტი (Helen Parkhurst) ახალი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის შესახებ პირველად 1900-იანი წლების დასაწყისში დაფიქრდა, როდესაც ერთ-ერთ სოფლის სკოლაში მუშაობდა. მას ჰყავდა რვა ასაკობრივი ჯგუფის 40 მოსწავლე, ჰქონდა მხოლოდ ერთი საკლასო ოთახი და უნდა მოეფიქრებინა, როგორ დაესაქმებინა შვიდი ჯგუფი, როდესაც მე-8-სთან მუშაობდა.

საუკეთესო გამოსავალი, გადაწყვიტა მან, იქნებოდა თითოეული მოსწავლისთვის მიეცა ინდივიდუალური დავალება. ამ დავალება-პროექტზე სამუშაოდ კი მან ორგანიზება გაუკეთა  საგნობრივ ლაბორატორიებს (ამასთან, „ლაბორა​ტორიების“ ფუნქციას ასრულებდა საკლასო ოთახის კუთხეები და დერეფნები).

იდეა კი დალტონის სასწავლო გემას დაედო საფუძვლად - სწავლების სისტემას, სადაც ტრადიციული კლასები და გაკვეთილები თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ინდივიდუალურმა სამუშაომ. პარკჰერსტი იგონებდა და ამუშავებდა სისტემას არაერთი წელი, მანამ სანამ მას მასაჩუსეტსის ქალაქ დალტონის საშუალო სკოლაში დანერგავდა. სკოლაში ტრადიციულ მიდგომაზე უარი თქვეს, კლასები კი საგნობრივ ლაბორატორიებად გადააკათეს.

ყოველი წლის დასაწყისში თითოეული მოსწავლე თავად ირჩევდა სასწავლო წლის ორიდან ერთ გეგმას (მინიმალურს ან მაქსიმალურს) და მასწავლებელთან აფორმებდა „კონტრაქტს“.

ყოველ თვეს ის არჩეული სასწავლო გეგმის ფარგლებში იღებდა დავალებას თითოეულ საგანში და ასრულებდა მას საგნობრივ ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში.

ლაბორატორიებში კი იყვნენ მასწავლებლები, არა მხოლოდ კონსულტანტების რანგში, არამედ როგორც აქტიური დამხმარეები - ისინი მოსწავლეთა კითხვებს სცემდნენ პასუხს. მოზარდთა შესრულებული დავალების აღრიცხვა კი ხდებოდა ბარათების რთული სისტემის გამოყენებით.

დღეისთვის დალტონის გეგმით ასევე სწავლობენ პარკჰერსტისვე დაფუძნებულ ნიუ-იორკის სკოლაში და სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე სკოლაში ავსტრიიდან - ჩინეთამდე.

ვალდორფის პირველი სკოლა - გერმანია, 1919 წელი

1919 წლის მარტში თამბაქოს ფაბრიკის - „ვალდორფ-ასტორიას“ დირექტორმა - ემილ მოლტმა, რომელმაც გაითვალისწინა თანამშრომლების კრიტიკა გერმანიაში საშუალო განათლების სავალალო მდგომარეობის შესახებ, გადაწვიტა შეექმნა ექსპერიმენტალური სკოლა საკუთარი თანამშორმლების შვილებისთვის. სკოლის შექმნას ის ავალებს რუდოლფ შტაინერს - ფილოსოფიის დოქტორს, ცნობილ პედაგოგს, ანთროპოსოფიის დამფუძნებელს. 

შტაინერი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ავითარებდა საკუთარ პედაგოგიურ სისტემას, დიდი შემართებით ეჭიდება მისი პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობას. ის თავად არჩევს პედაგოგებს, მათთვის ატარებს ინტენსიურ სემინარებს და იმავე წლის სექტემბერში ხსნის სკოლას - რვა კლასითა და 256 მოსწავლით. სკოლაში სწავლა იყო უფასო - დაწესებულების ფუნქციონირებასა და მასწავლებლების ხელფასებს მოლტი უზრუნველყოფდა. 

ვალდორფის სკოლის ერთ-ერთი მთავარი იდეა იყო ბავშვის უწყვეტი, ჰარმონიული განვითარება. 

ვალდორფის მიდგომით, უმცროსკლასელებისთვის ჯერ კიდევ უცხოა აბსტრაქტული ცნებები და იდეები, ამიტომ ამ პერიოდში სწავლება უნდა იყოს დაფუძნებული გრძნობებსა და წარმოსახვით აზროვნებაზე. ასე რომ ახალი მასალა ისწავლებოდა ზღაპრების, იგავ-არაკების, მსოფლიოს ხალხების მითების, ბიბლიური ისტორიებისა და ლეგენდების მეშვეობით და გადადიოდა აბსტრაქტულ დისციპლინებზე უკვე მაღალ კლასებში.

შტაინერის აზრით, სკოლის მიზანი არის არა მხოლოდ და არა იმდენად ინტელექტუალური, რამდენადაც ბავშვის სულიერი განვითარება.

ამიტომ სტანდარტულ დისციპლინებთან ერთად სასწავლო გეგმაში ჩართული იყო ფერწერა, მუსიკა, პლასტიკური ხელოვნება, ევრითმია, ასევე ხელსაქმე, ხელობა და მებაღეობა. ამასთან, ვალდორფის სკოლაში გოგონებიც და ვაჟებიც, განურჩევლად სქესისასა, პირველივე დღიდან თანაბრად იყვნენ დაკავებულნი - როგორც ხელსაქმით, ასევე სხვადასხვა ხელობით ( „გოგონების“ და „ბიჭების“  საქმიანობებად დაყოფის გარეშე). ასევე პირველივე კლასიდან სპეციალური მეთოდით ისწავლებოდა ორი უცხო ენა, არ იწერებოდა ნიშნები, კლასში კი არავის ტოვებდნენ. 

პედაგოგის როლი იყო უდიდესი: ითვლებოდა, რომ კლასის მასწავლებელს უნდა ესწავლებინა პირველიდან-მერვე კლასამდე და თავად ყოფილიყო პასუხისმგებელი პროგრესზე. სკოლას მართავდა საბჭო, რომელშიც შედიოდნენ მასწავლებლები, მშობლები და თავად მოსწავლეებიც კი. 

თავად შტაინერი სიცოცხლის ბოლომდე სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა და როგორც მასწავლებლები შემდგომში იხსენებდნენ, თითქმის ყველა მოსწავლე ახსოვდა სახელით და მათი სასწავლო სირთულეებით. 

აღსანიშნავია, რომ რუდოლფ შტაინერის ანთროპოსოფიულ მოძღვრებაზე დამყარებული პედაგოგიკა აქტუალობას დღემდე არ კარგავს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საბავშვო ბაღებისთვის ავტორიზაციის გავლის განრიგი გამოქვეყნდა - იხილეთ სრული სია

გამოიწვევს თუ არა ვირუსები სკოლებსა და ბაღებში მასობრივ გაცდენებს - ჩხაიძე აქტუალურ კითხვას პასუხობს

არაერთი ჯილდოსა და მიღწევის მქონე პედაგოგი მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე ორივე სკოლამ წარადგინა

პიროვნება

არაერთი ჯილდოსა და მიღწევის მქონე პედაგოგი მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე ორივე სკოლამ წარადგინა

„იმ სკოლის ხელმძღვანელი გავხდი, სადაც ვსწავლობდი, სადაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და სადაც ჩემი შვილები გავზარდე...“

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლეს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ბედნიერ, ნაყოფიერ, წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს

მოსწავლეთა მისაღებად დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებულად მოემზადნენ

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის





სიახლეები
საზოგადოება