სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„ქიმიკოსები ცოტანი ვართ და სკოლაში დასაქმება მარტივი იქნება“ - მასწავლებლობის მსურველი ტესტებსა და პროფესიულ გამოწვევებზე საუბრობს 
26-07-2024
-
+


დღეს, 26 ივლისს მასწავლებლობის მსურველები გამოცდას ქიმიაში აბარებდნენ. აპლიკანტებს შორის იყო თიკო მალანია, 16 წლის თინეიჯერის დედა მასწავლებლობაზე ოცნებობს და დიდი სურვილი აქვს, რომ საგანი, რომელიც ხშირად ძალიან უჭირთ, შეაყვაროს მოსწავლეებს. აპლიკანტი ჩვენთან ტესტებს აფასებს, გამოცდიდან დროზე ადრე გამოსვლის მიზეზს ასახელებს და გვიზიარებს თავის წარმოსახვას - როგორი იქნებოდა მისი ჩატარებული 45 წუთიანი გაკვეთილი. 

„საშუალო სირთულის ტესტები იყო, მე არ ვარ მოქმედი მასწავლებელი და სახლში მეცადინეობით გამოვედი გამოცდაზე. ორგანული ქიმია იყო ძირითადად, რისთვისაც, ჩემდა სამწუხაროდ, არ მიმიქცევია ყურადღება. სხვა ტიპის საკითხებს ველოდი და სულ სხვა მოვიდა, გამოვედი ძალიან ადრე, რაც ვიცოდი ყველაფერი დავწერე, რაც არა დავტოვე... თუმცა საკუთარი თავით უკმაყოფილო არ ვარ.  მასწავლებლობას ვგეგმავ და დიდი სურვილი მაქვს. სწავლების გამოცდილება არასდროს მქონია, ქიმიური დავამთავრე, საკმაოდ კარგად, პრეზიდენტის სტიპენდიანტიც ვიყავი ქიმიაში. შემდეგ დავანებე ყველაფერს თავი და ახლა მომინდა საკუთარი თავის გამოცდა.

ჩვენი რესპოდენტი იმაზეც საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტა პედაგოგობა და როგორ წარმოუდგენია საჯარო სკოლაში დასაქმება: „მასწავლებლობით ფინანსური სტაბილურობის გამო დავინტერესდი და რაც მთავარია, ქიმიკოსები ძალიან ცოტანი ვართ, ამიტომ სკოლაში დასაქმება მარტივი იქნება, ვიცი ქიმიის მასწავლებელი, რომელიც 3 სკოლაში ასწავლის, რადგან არ არიან სპეციალისტები, მიუხედავად საჭიროებისა. პედაგოგის პროფესია ჯერ სათანადოდ დაფასებული არ არის, მაგრამ უკვე, მეტად ფასდება“. 

პედაგოგი ჩვენთან საგნის სპეციფიკაზეც საუბრობს და გვიყვება, როგორ წარმოუდგენია თავი მასწავლებლის რანგში: „ქიმია რთული საგანია და მოსწავლის დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია, მე ძალიან მიყვარს ეს საგანი და მიკვირს რატომ არ უნდა ესმოდეს ადამიანს ქიმია. მოსწავლეებს შევაყვარო ქიმია - სწორედ ეს იქნება ჩემი, როგორც მასწავლებლის მთავარი მოტივი, თუ რა თქმა უნდა გავხდები პედაგოგი. ბევრს ვფიქრობ როგორი შეიძლება იყოს ჩემი საგაკვეთილო 45 წუთი, ვეცდები, რომ იყოს ძალიან საინტერესო და სირთულის მიუხედავად მისი საჭიროება დავანახო მოსწავლეებს. მე ჯერ დედა ვარ თინეიჯერის, 16 წლის შვილი მყავს და ვიცი ამ ასაკის მოსწავლეებს რა აინტერესებთ, ქიმიასაც სწორედ ამ ასაკში სწავლობენ და ალბათ მასთან ურთიერთობაა ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდილება. ჩემთვის მთავარია ვიყო საინტერესო და არა მოსაბეზრებელი მასწავლებელი. 

როგორც მასწავლებელს, მოსწავლეებთან აუცილებლად მეგობრული ურთიერთობა მექნება, ვიცი ეს მიდგომა რამდენად გამართლებული და აუცილებელია. ამ ასაკში მოსწავლეებთან ურთიერთობისას მასწავლებელს დათმობა უნდა შეეძლოს, მათ თავი ცამდე მართლები ჰგონიათ და არგუმენტირებული ნათქვამიც არ ესმით ხშირად - ამიტომ, დათმობის უნარი უნდა გქონდეს და კარგი მოსაუბრე უნდა იყო მოსწავლისთვის“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება