სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი ცხოვრების მიზანია, გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ვიყო სამართლიანი, გულისხმიერი“ - ნათია სულავა, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი
10-07-2024
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა ერუდირებული მომავალი თაობების აღზრდის საქმეს ღირსეულად ემსახურება. მისი ხელმძღვანელობით სკოლაში, გარდა ხარისხიანი საგნობრივი განათლებისა, მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია, უსაფრთხო, მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემო, გათვალისწინებულია ბავშვების ინტერესები და სურვილები. სამართლიანი და გულისხმიერი ხელმძღვანელი მოსწავლე-მასწავლეებლთა აქტიური მხარდამჭერია და სასკოლო საზოგადოების კეთიდღეობისა და წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მოსწავლეების აკადემიურ პროგრესს. ასევე წარმატებული სკოლა არამარტო აკადემიურ ცოდნას უნდა ანიჭებს მნიშვნელობას, არამედ მოსწავლეთა სოციალურ და ემოციურ განვითარებასაც. სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო ადგილი, სადაც მოსწავლეები სწავლობენ გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრას, ემოციური ინტელექტის განვითარებას და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. წარმატებული სკოლა უნდა იყოს ინკლუზიური და თანასწორი, სადაც ყველა მოსწავლეს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობები სწავლების, განვითარების და საკუთარი პოტენციალის რეალიზაციისთვის. სკოლის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პედაგოგების კვალიფიკაციაზე, პროფესიონალიზმსა და მოტივაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგები მუდმივად განავითარებენ საკუთარ უნარებს და აქტიურად ჩართულები იყვნენ სწავლების პროცესში. წარმატებული სკოლა თანამშრომლობს მშობლებთან, თემთან და საზოგადოების სხვა წევრებთან. სკოლის და ოჯახის ურთიერთთანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი მოსწავლეების წარმატებისთვის. მშობელთა ჩართულობა ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. სასწავლო გარემო,  ხელმისაწვდომია სკოლის ყველა მოსწავლისათვის, რომელიც დიდ როლს თამაშობს მათი სწავლების ხარისხის უზრუნველყოფაში. სკოლა უნდა იყოს მოწესრიგებული, სუფთა და აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკითა და სასწავლო რესურსებით. წარმატებული სკოლა მუდმივად  უნდა ეძებდეს და იყენებდეს ინოვაციური სწავლების მეთოდებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება იყვნენ მეტად ჩართულნი სასწავლო პროცესში, წარმატებული სკოლა ზრუნავს მათი მოსწავლეების წინსვლასა და წარმატებაზე,  რომელიც საწინდარია ბედნიერებისა და კეთილდღეობის. ეს თავის თავში გულისხმობს ფიზიკურ, ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობას.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ვერ ვიხსენებ რამე კონკრეტულ დარიგებას, თუმცა ჩემი ცხოვრების მიზანია: გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ვიყო სამართლიანი, გულისხმიერი და მხარდამჭერი ყველა იმ პიროვნების მიმართ ვისთანაც მიწევს სხვადასხვა ფორმით ურთიერთობა. თუ ვინმეს ჩემი დარიგება დასჭირდება აუცილებლად ამასვე გავუმეორებ „იყავი სამართლიანი, გულისხმიერი და მხარდამჭერი“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- ჩემი სკოლის კურსდამთავრებულებს/აბიტურიენტებს ვურჩევდი ნაკლები ინერვიულონ, კონცენტრირდნენ გამოცდაზე, კარგად წაიკითხონ საგამოცდო ინსტრუქცია და გაეცნონ საგამოცდო ცენტრის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ტესტში არსებული შეკითხვები, არ იჩქარონ კარგად გაიაზრონ, რათა თავიდან აიცილონ შეცდომები.  

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- აზრის თავისუფლად ჩამოყალიბება, დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღებისას და განათლება, რომელიც მათი მომავალი კეთილდღეობაში და წინსვლაში ძალიან  მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 

ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის  სწორად და ამომწურავად მიწოდება, რათა არ დარჩეს კითხვებზე გაუცემელი პასუხები და რაც მთავარია საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნა. 

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- უსმენდე, პატივს სცემდე და ითვალისწინებდე მოსწავლის საჭიროებებს, ცდილობდე განუვითარო 21-ე საუკუნის მოქალაქის უნარ-ჩვევები, რათა დაძლიოს გამოწვევები, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეხვდებათ, ვასწავლო და დავეხმარო პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებაში, ვასწავლო მოყვასის სიყვარული და სხვისი აზრის პატივისცემა. ჩავუნერგო იმედი და ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის. 

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ჩემი დევიზია: „წაიკითხე წიგნები უკეთესი იქნები“. ნებისმიერი წიგნი, ადამიანს ეხმარება გახდეს უკეთესი, ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი არსებობს, მე პირადად მეტ თავისუფლებას მივცემდი წიგნის არჩევისას მოსწავლეს, თუმცა არჩევანის გასაკეთებლად ვიმსჯელებდი მასთან ერთად სხვადასხვა ავტორსა და შინაარსის მქონე წიგნებზე. 

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- უპირველესად ჯანმრთელობასა და მხნეობას, რათა განვახორციელო ის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები, რომელის გაწერილი მაქვს სკოლის განვითარების ერთწლიან და შვიდწლიან სტრატეგიულ გეგმაში.   


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

აქტივობის მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი, შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების განვითარება იყო

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება