| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები. პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და სხვადასხვა საკითხზე ცოდნას იმდიდრებენ.
17 ივნისს, გვალვასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ღონსიძიება გაიმართა, რომელსაც სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ცოდნა აიმაღლეს.
მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ გაუდაბნოება და გვალვა გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემაა.
გაუდაბნოება ნაყოფიერ მიწებს უდაბურ ადგილად აქცევს, მიზეზები კი ჭარბი და არამდგრადი ძოვება, ტყის ჩეხვა, სასუქებისა და პესტიციდების ჭარბად გამოყენება, ურბანიზაცია და კლიმატის ცვლილებაა.
გვალვასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე გვახსენებს კი ვიმოქმედოთ დაზიანებული მიწის აღდგენისა და მისთვის პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნებისთვის. მიწის აღდგენის გარეშე, შეუძლებელია სურსათისა და წყლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დაბინძურების შემცირება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება