სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში ღირსეულად იასპარეზეს 
10-06-2024
-
+


კრიტიკული და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIIIა კლასში ხშირად ტარდება სხვადასხვა საინტერესო აქტივობა. მოსწავლეები მონაწილეობენ ინტელექტუალურ კონკურსებში და წარმატებებსაც აღწევენ.

N6 საჯარო სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის” პირველი ეტაპი - „შიდასასკოლო ჩემპიონატების სერია“, სადაც VIIIა კლასის მოსწავლეებმა: მარიამ გაბრიაძემ, თამარ ყიფიანმა, სესილი სოფრომაძემ, ნინი გოტიაშვილმა, ალექსი ტყემალაძემ (დამრიგებელი - ცირა კუბლაშვილი) წარმატებით გადალახეს კონკურსის I ეტაპი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა „ბრეინსის“ ადმინისტრაციამ. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭათ სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. ეს იყო ჩემპიონატის მეორე ეტაპი, რომელიც გაიმართა ქალაქის/მუნიციპალიტეტის მასშტაბით. საქალაქო პირველობა 19 მაისს 45 ქალაქში ჩატარდა. ინტელექტუალთა შერკინებამ გამოავლინა ქალაქის ჩემპიონები და პრიზიორი გუნდები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა ეასპარეზათ რეგიონალურ ეტაპზე. წარმატებული ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანი გახდა „დაანონსებული წიგნის” წაკითხვა, საიდანაც თამაშზე 2 შეკითხვა გაჟღერდა.

რეგისტრირებული გუნდის მოსწავლეებს შეეძლოთ ესარგებლათ „ტვინების ბრძოლის” ინტერნეტგვერდით. VIIIა კლასის გუნდმა - „ფენიქსი“ შეძლო საქალაქო ტურის გადალახვა და მოხვდა რეგიონალურ ტურზე.

გუდის შემადგენლობა შემდეგნაირია: მარიამ გაბრიაძე, ელენე ქარქაშაძე, ნინი გოტიაშვილი, სესილი სოფრომაძე, ალექსი ტყემალაძე, ანამარია საღარეიშვილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას და შესაბამისად გადაეცათ დამადასტურებელი დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლება და სასსწავლო-შემეცნებით პროექტებში ჩართულობა წახალისებულია.

N6 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს VIIIა კლასის მოსწავლეებს ამ ღირსეულ წარმატებას.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა

მშობლიური ენის სიყვარულით მოპოვებული ოქრო-ვერცხლის დიპლომები - „ეტალონელების“ მორიგი ტრიუმფი​ საგნობრივ ოლიმპიადაზე

მასწავლებლებისთვის ვადა 3 დეკემბერს იწურება - ვინ უნდა წარადგინოს განაცხადი NAEC-ში

ავტორიზაციის საბჭო უნივერისტეტების საკითხს განიხილავს - შეხვედრის დრო და სხვა დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ

სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებასი წახალისებულია

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვიქტორინაში

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება