სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ეკოაქტივობები მიეძღვნა 
10-06-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

ამის დასტურია გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, რომელიც სკოლაში გაიმართა.

მოსწავლეებმა პლასტმასის, სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეაგროვეს და სანაგვე ყუთებში  მოათავსეს. მათ, ასევე ისაუბრეს იმ დიდ ზიანზე, რაც გარემოს დაბინძურებას მოჰყვება. 

„მოსწავლეებმა შექმნეს გამაფრთხილებელი წარწერები, რომლებიც დაამზადეს სხვადასხვა ენაზე,  რადგან სოფელი კალა აქტიური ტურისტული ზონაა“, - გვიყვებიან სკოლაში.

დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება