სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა აპლიკაციების შექმნაზე იმუშავეს 
10-06-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ამჯერად,  II კლასის მოსწავლეებმა, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელთან - ეკატერინე ჩიტაურთან ერთად, იმუშავეს საინტერესო აქტივობაზე - „აპლიკაცია, რომელიც...“ 

პატარა მოსწავლეებმა „ვსწავლობთ თამაშით“ პროგრამაში და თაბახის ფურცელზე იმუშავეს. შედეგად, მათ აპლიკაციები შექმნეს. მათ უკვე არსებული აპლიკაციები და ახალი იდეებიც დაამუშავეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა მოსწავლე, განმავითარებელი შეფასებით, მიხვდა, რომ მომავალში უკეთესი ნამუშევრის შექმნაა შესაძელებელი და სხვისი ნამუშევრის და იდეის გამეორება ნებართვის გარეშე არ შეიძლება. 

„დღევანდელ ცხოვრებაში ტექნოლოგიებს დიდი როლი და დანიშნულება აქვს.

მათი დამსახურებაა ადამიანები მარტივად და უფრო კომფორტულად რომ გრძნობენ თავს. უამრავი აპლიკაცია აადვილებს პრობლემის გადაჭრას. მისი შექმნა და პროგრამაში გაშვება მარტივი არ არის. ჯერ იდეა იბადება, შემდეგ დიზაინი იქმნება, იხვეწება, იწერება კოდები და ჩნდება ახალი ლოგო, რომელიც კიდევ უფრო მეტად იხვეწება მომხმარებლის მიერ, ჩნდება ხარვეზები და გამოსწორების გზების ძიებით უკეთესის შედეგი იდება მომავლისთვის. 

მართლაც რომ, დიდი ფანტაზიის უნარი აქვს დღევანდელ თაობას. მოსწავლეებმა შექმნეს უამრავი საინტერესო აპლიკაცია, რომლებიც ძალიან  შთამბეჭდავი და დასაფიქრებელია. ამ იდეის განხორციელებით ხომ ბევრი რამის მოგვარება იქნება შესაძლებელი. დაე, თქვენი იდეა წარმატებული მომავლის იდეა იყოს!!!

გისურვებთ წარმატებას და წინსვლას!“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება