სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-10 კლასელები სამხატვრო გალერეას სტუმრობდნენ
10-06-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღსანიშნავია, რომ სკოლა მათ სხვადასხვა შემეცნებით და საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. მოსწავლეებიც შესაბამისად, დიდ ინტერესს გამოხატავენ და სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მეათეკლასელებს ლიტერატურისა და საერთოდ ხელოვნების სამყაროსადმი დიდი ინტერესი აქვთ.

სწორედ ამიტომ, მე-10 ბ (დამრიგებელი ელისო გოლეთიანი) და მე-10გ (დამრიგებელი ნათია აბულაძე) კლასელები ქართული ლიტერატურის მასწავლებელ ბელა დურგლიშვილთან და ხელოვნების მასწავლებელ ელისო გოლეთიანთან ერთად, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სიტყვისა და ფერის  ხელოვნების სამყაროს უფრო ახლოს გასაცნობად მათ საამაყო დავით კაკაბაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო გალერეას ესტუმრნენ. 

გალერეაში მე-10 კლასელები თანამედროვე მოდერნისტული მხატვრობის უკვე ცნობილი წარმომადგენლების - მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძისა და სხვათა ნამუშევრებს გაეცნენ.

„ცოცხალ მხატვართან შეხვედრის იდუმალება და ბედნიერი განცდებიც შეიგრძნეს მოსწავლეებმა, როცა სამხატვრო  გალერეა „ვარლასთან“ მდებარე  მხატვრის  სახელოსნო „ხელოვანის“ ბინადარ  მხატვარ - მამუკა ტყეშელაშვილთან შეაბიჯეს.

საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების ლაურეატი, ასევე საპატრიარქოს საპატიო სიგელის მფლობელი და მესხიშვილის თეატრის  მხატვარ- დეკორატორი ხელოვანი  თავისი სამხატვრო გზისა და შემოქმედებითი სამყაროს შესახებ ძალზე ემოციურად ესაუბრა ბავშვებს. მომავალი პროფესიული არჩევანის  გადაწყვეტის მიზნობრიობასა და თავისუფლების, როგორც ხელოვნების საფუძველზეც გამოხატა საყურადღებო შეხედულებები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ასევე მხატვარმა უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს და  სამხატვრო სახელოსნოს ექსპონატების  შექმნის ისტორიაც გაიხსენა.

მრავალფეროვანი  და მდიდარი ინფორმაციის მიღებამ ბავშვები დააფიქრა და  სამომავლო  გეგმაც- საოპერო თეატრის სპექტაკლზე დასწრებაც მოასურვა.

„6 ივნისს მოსწავლეები მცხუნვარე დღის შესაფერისი მზიანი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით იყვნენ აღვსილნი. გვჯერა, ხელოვნებისადმი სიყვარულს გააღრმავებს და არასდროს გახუნდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება