სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფორმალური და არაფორმალური განათლების სინთეზი ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა შემოქმედებითად დატვირთულ ღონისძიებაზე
10-06-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. სკოლაში, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას.  

ამჯერად, სკოლის II კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლისა და მშობლების ჩართულობით, საგაკვეთილო პროცესის ჭრილში, ფორმალური და არაფორმალური განათლების სინთეზი წარმოადგინეს.

აღნიშნული ღონისძიება, 6 ივნისს ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.

ღონისძიების თემა: „ძველი გურული ტრადიციები“ გახლდათ, ხოლო მიზანი: არაფორმალურ სივრცეში, ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების გამოვლენა, რომელიც მოსწავლეებს შემდგომში განუვითარებს ანალიტიკურ/კრიტიკული აზროვნებისა და სოციალურ/თანამშრომლობით უნარებს.

ღონისძიებას პედაგოგი ხათუნა ჭეიშვილი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით ცოდნა და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ღონისძიებას აფასებს სკოლის დირექტორი ანეტა გედევანოვი:

„საოცრად ლამაზი, შემოქმედებითი, ემოციურად დატვირთული ღონისძიება ვნახეთ... ეს იყო ნამდვილი „დღე სასწაული“, რომელიც ჩვენმა უნიჭიერესმა ხათუნა მასწავლებელმა და მისმა მოსწავლეებმა მოგვიწყვეს. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ისინი ჯერ კიდევ მეორეკლასელები არიან.

მადლობა ხათუნა ჭეიშვილს თავდაუზოგავი შრომისთვის, რომლის ნიჭსა და შესაძლებლობებს, ათასჯერ გავმეორდები და ვიტყვი, რომ საზღვარი არა აქვს.

მადლობა მშობლებს, გვერდით დგომისთვის და არა მარტო მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს, რომლებიც არანაკლებ იყვნენ ჩართული ამ ღონისძიებაში.

მადლობა ბავშვებო, თქვენ, ძალიან საყვარლებო და თბილებო. მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებას , თანამშრომლობისთვის, პოზიტიური და კომფორტული გარემოს შექმნისთვის“, - აღნიშნავს ანეტა გედევანოვი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება