| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, ქიმიის მასწავლებლის ნათია სურმანიძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი - „პოლიმერები: საფრთხე თუ სარგებელი“.
მოსწავლეებმა გამართეს შემაჯამებელი პრეზენტაცია და ისაუბრეს პოლიმერების საფრთხეებზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო, შეძლებოდა მოსწავლეს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღწერა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და მათი წვლილის შეტანა ბუნების დაცვაში.
მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, რაც მათი მასწავლებლისთვის სასიხარულო და საამაყოა.
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება