სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჯარო მოხელის საქმიანობისა და როლის შესახებ ცნობიერება აიმაღლეს 
10-06-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის სხვა საჯარო სკოლებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მოსწავლეთათვის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ ხონის N2 საჯარო სკოლასა (სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - მაია მაჭარაძე) და მოსე ხონელის სახელობის N1 საჯარო სკოლებს შორის (ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი - მირანდა ხურცილავა) თანამშრომლობა მეოთხედ შედგა. ამჯერად, აღნიშნულ სკოლებს ახალშენის საჯარო სკოლაც (ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი - თეკლე ონიანი, როგორც პედაგოგი და როგორც საჯარო მოხელე) შეუერთდა. 

მათ მოსწავლეთათვის გაკვეთილი ერთობლივად ჩაატარეს, რომლის თემაც იყო „საჯარო მოხელე და მისი როლი“. შეხვედრის მიზანი მათთვის თეორიული მასალის გაცნობა, დემოკრატიული და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და პროფორიენტაციის განსაზღვრა გახლდათ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობებმა: მინი ლექციამ, სტუმრის მიერ წარდგენილმა პრეზენტაციამ, მაგალითების განხილვამ, ეპიზოდის ჩვენებამ ფილმ „ცისფერი მთებიდან", ინტერაქციამ, საჯარო მოხელის ფიცის „ცერემონიალმა", ცნობილი ადამიანების გამონათქვამების განხილვამ და ჯგუფურმა მუშაობამ დასახული მიზნის მიღწევა უზრუნველყო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება