სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სესილი ყურშუბაძის პოეზიის საღამო“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მომავალი პოეტის შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
10-06-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახალახან, სკოლაში „სესილი ყურშუბაძის პოეზიის საღამო“ გაიმართა. 

„ასე დავარქვით დღევანდელ შეხვედრას, სესილი დაწყებითი კლასიდან წერს ლექსებს და შემოქმედებითი ნიჭით არის დაჯილდოებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თანადგომა, აღიარება და დაფასებაა. სწორედ დღევანდელი შეხვედრის მიზანიც ეს იყო მოტივაციის ამაღლება და მხარდაჭერა“, - გვეუბნება მოსწავლის კლასის დამრიგებელი ირმა რიონიძე.

განსაკუთრებული ინიციატივა სესილის კლასის დამრიგებელმა და კლასელებმა გამოიჩინეს დღის ორგანიზებაში, წაიკითხეს მისი ლექსები, დაუსვეს შეკითხვები როგორც მომავალ პოეტს და უსურვეს წარმატებები. საკუთარი თავი სესილიმ აუდიტორიას გააცნო ლექსით „ვინ ვარ მე“ ისაუბრა თითოეული ლექსის ისტორიაზე.

სესილის პოეზიაში პირველი ნაბიჯები დაულოცა დირექციამ და მასწავლებლებმა და საჩუქრებიც გადასცეს.

„დიდი მადლობა სესილის ოჯახს, განსაკუთრებული მადლობა ბებიას, რომელიც ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას და ბედნიერი (ცრემლიანი) თვალებით გამოხატავდა სიხარულს. წარმატებები პოეზიის სამყაროში, მჯერა უდიდეს წარმატებას მიაღწევ და ჩვენ ვიამაყებთ შენით ყოველთვის ვიქნებით ჩვენ შენი ლექსების პირველი მსმენელი და შემფასებელი. მიყვარხართ VIIა კლასელებო, ვამაყობ თქვენით“,- სიამაყით აღნიშნავს კლასისს დამრიგებელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება