სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე შემეცნებითი ლაშქრობით აღნიშნეს
07-06-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ბავშვთა დღესასწაულს მიეძღვნა საფეხმავლო ლაშქრობა სოფლის შემოგარენში არსებული გეოგრაფიული ობიექტების დასათვალიერებლად და შესასწავლად.

ლაშქრობას ორგანიზება მოხდა სკოლაში მოქმედი მხარეთმცოდნეობისა და ეკოლოგიური კლუბები კლასის დამრიგებლებთან თანამშრომლობით.

ლაშქრობაში მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა ინახულეს კიდობანას მღვიმე, მდინარე ჩოლაგას სათავე, გამართეს სპორტული აქტივობები. კარსტულ მღვიმეში დააკვირდნენ როგორ წარმოიქმნებაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები. 

მოწაფეებმა დაათვალიერეს არსებული მრავალფეროვანი მცენარეული საფარი და კავკასიური სოჭის ტყე, ასევე შეისწავლეს იქ არსებული ტყისა და მდელოს ეკოსისტემები. ნახეს წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ჯიშის მცენარეები.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ბავშვებისთვის ხელით თევზაობა პატარა მდინარეში. ლაშქრობა დასრულდა პიკნიკით. ამის შემდეგ მოსწავლეებმა ასევე დაასუფთავეს მდინარე ჩოლაგის მიმდებარე ტერიტორია, შეაგროვეს  ტყეში დატოვებული ნარჩენები. 

 ბოლოს ითამაშეს და ძალიან კარგად გაერთნენ. სკოლაში დაბრუნებულებმა მიღებული შთაბეჭდილებები გადაიტანეს შთაბეჭდილებების წიგნში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება