სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღონისძიება-გაკვეთილი მუსიკის თანხლებით, სახალისო ცდები და ექსპერიმენტები-სავანეთის საჯარო სკოლის მოწაფეები საბუნებისმეტყველო საგნებს ხალისით სწავლობენ
06-06-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა ნასწავლი პრაქტიკაშიც გამოიყენონ. 

ამჯერად, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან STEM საგნების ფარგლებში, საგაკვეთილო ფორმატის სახით ღონისძიება ჩატარდა. მას პედაგოგი მინაია ისმაილოვა ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. მათ გააზრებული ჰქონდათ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნების სწავლების განუყოფელი ნაწილია თეორიის პრაქტიკაში გამოყენება, რაც სრულად იყო გათვალისწინებული.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საკლასო ოთახი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი რესურსით. გაკვეთილი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა. იყო ცეკვები, სახალისო ცდები და ექსპერიმენტები. გარდა ამისა, რამდენიმე წუთი მხატვრულ კითხვასაც დაეთმო.

გაკვეთილის დასასრულს, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ამგვარი აქტივობები წამახალისებელი და საინტერესოა.

სკოლის დირექტორი - ინგა მიქელაძე მადლობას უხდის პედაგოგ მინაია ისმაილოვას, მრავალფეროვანი აქტივობებით სავსე ღონისძიებისთვის და მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში სრულად ჩართვისთვის. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება