| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
30 მაისს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო (შერწყმულ ყაზბეგის უბნის) სკოლაში ისტორიის მასწავლებლის - სალომე ზარნაძის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური თამაში - „რა?, სად?, როდის?“ გაიმართა.
თამაშის თემა გახლდათ - „ძველი ახალი სახელმწიფოების ცივილიზაცია“. მათი წარმოშობის და განვითარების სტადიები. თემის შინაარსიდან გამომდინარე, გუნდებმა დიდი მონდომებით ითამაშეს და კარგი შედეგებიც აჩვენეს. გამარჯვებული გახდა გუნდი „ლაბირინთი“. ასევე გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე.
ღონისძიების მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ - გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლურად ბუს ქანდაკება.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
რომელ სკოლებს შეეხოთ მინისტრის ბრძანება - რა შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება