| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა გადასცენ, არამედ მათი კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება განავითარონ.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე, პედაგოგ ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაამზადეს წყლის ბორბლის და წისქვილის ფიზიკური მოდელი.
მოსწავლეებმა აღწერეს მექანიზმის მოქმედების პრინციპი და მისი მეშვეობით წყლის ენერგიის მბრუნავი მოძრაობის ენერგიად გარდაქმნის პროცესი.
ასევე, ბავშვებმა ისაუბრეს ენერგიის განახლებადი წყაროების (წყლის, მზის, ქარის, გეოთერმული და ბიომასის) ენერგიების შესახებ და ენერგიის განახლებადი წყაროების დადებით როლზე გარემოს დაცვასთან მიმართებაში.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა დამსწრეებს წარუდგინეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები
მოსწავლეები დააკვირდნენ ფუტკრებს, შეისწავლეს მათი ცხოვრება, გაიგეს, რამდენად მნიშვნელოვანი საქმე აკისრიათ ბუნებაში
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება