| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა წარმატებული სასწავლო წელი დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში პირველი კლასის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესო შემოქმედებით-შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული.
პირველკლასელებმა ოცდაცამეტივე ასო-ბგერა-მარგალიტს მიუძღვნეს მშვენიერი ლექსები და სახალისო მინი-სპეტაკლები გამართეს.
გარდა ამისა, პატარებმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ამოცანები შესთავაზეს და დარბაზი მეტად გაამხიარულეს. ღონისძიებას სასიამოვნო მუსიკალური ნომრები აფორმებდა.
ღონისძიების ავტორი პირველი კლასის პედაგოგი ხათუნა ხეცურიანი გახლდათ.
„ჩვენო ჭკვიანო, გონიერო, გულიანო, კეთილო, საყვარელო პატარებო, გილოცავთ, პირველი კლასის წარმატებით დასრულებას! ლაღი, ბედნიერი და წარმატებული მომავალი სასწავლო წლები! გვიყვარხაართ“,- ამ თბილი სიტყვებით სექტემბრამდე გამოემშვიდობნენ პატარებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
რუბენ ვარდანიანი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარეს როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით
პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ