სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი საქართველო“ - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური ვიქტორინა ივანდიდის საჯარო სკოლაში
27-05-2024
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათში სამშობლოს სიყვარულს აღვივებენ. 

ცხადია სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეც საზეიმოდ აღინიშნა, საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წევრმა, საგნის - „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელმა - ელიზა ლიპარტელიანმა ტრადიციულად მეექვსეკლასელებისთვის ჩაატარა ვიქტორინა სახელწოდებით - „ჩვენი საქართველო“. 

მოსწავლეებმა ვიქტორინის სახით შეაჯამეს სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა საქართველოს მხარეების, გეოგრაფიის, ისტორიის, ეთნოგრაფიული თავისებურებებისა და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ.

როგორც სკოლაში აფასებენ, ვიქტორინა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გახლდათ. შეკითხვები, კროსვორდი, „აღმოაჩინე შეცდომები“, კაპიტნების შეკითხვები და „მეხუთეკლასელის შეკითხვა“, რომელიც მეხუთეკლასელებმა თავად მოამზადეს.

აღსანიშნავია, რომ დასასრულს, გამოვლინდა გამარჯვებული შეკითხვის ავტორიც, რომელსაც გადაეცა სერტიფიკატი.

ვიქტორინის მონაწილეები წარმოდგენილნი იყვნენ ორ გუნდად: „არწივები“ და „ყოჩაღები“. შედეგები შეაჯამა და გამარჯვებული გუნდი გამოავლინა ჟიურიმ. ქულების მცირე სხვაობით გამარჯვებული გახდა გუნდი „არწივები“.

აღსანიშნავია ისიც, რომ საინტერესო დღის ავტორები, ვიქტორინის დასასრულს სკოლის დირექტორმა სიგელებით დააჯილდოვა.

სკოლაში წარმატებებს უსურვებენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს და კიდევ ერთხელ ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ვიქტორინის ორგანიზატორს და მოსწავლეებს! ვუსურვებთ მათ და სრულიად საქართველოს მშვიდობიან, თავისუფალ, გაბრწყინებულ და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი — პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე — აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება