სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა“ - გარდაბნის N3 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
24-05-2024
-
+


გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში წარმატებული, ღირსეული მოქალაქეების აღზრდაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამ მიზნით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა და მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნება. ამჯერად, იქ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. 

მასში მე-3ბ კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. გარდა ამისა, მათ საინტერესო წიგნი - „მე მიყვარს ჩემი ქვეყანა“ დაამზადეს. კლასის ხელმძღვანელმა სევდა შახვერდიევამ თითოეულ მოსწავლეს მადლობა გადაუხადა. 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება