სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კულინარიული მოგზაურობა საქართველოს სხვადახვა კუთხეში - შთამბეჭდავი ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
24-05-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში „კულინარიული მოგზაურობა“ მოეწყო. შთამბეჭდავი ღონისძიება მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით გამართეს. 

„ცნობილია, რომ ქართული სამზარეულო - ქართული კულინარია, გამოირჩევა უნიკალური არომატებით. საქართველოს გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში შემუშავებულია განსხვავებული და ეგზოტიკური კერძების მომზადება“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც გეოგრაფიის მასწავლებელმა - მზია მელივამ და მე-9 კლასის მოსწავლეებმა  მოამზადეს ქართლში, გურიაში, სამეგრელოსა და რაჭაში განთქმული კერძები.

მოსწავლეები გადანაწილდნენ ოთხ სამუშაო ჯგუფში. თითოეული მათგანი საქართველოს კუთხეებს წარმოადგენდა.

გურიის მხარე ანასტასია ციცქიშვილიმა, ნატალი ქობელაშვილიმა, მალხაზ წვერიკმაზაშვილმა და მათე ხიდაშელმა აირჩიეს.

ქართლს წარმოადგენდნენ ნინი მახაშვილი, ანა გრიგალაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და ლუკა სიდამონიძე.

სამეგრელოს რეგიონი პრეზენტაცია კი ანანო ხვედელიძემ, ირაკლი კარტოზიამ, გიორგი ფილფანმა და ლიზი პაპაშვილმა ითავეს.

რაჭველების უგემრიელესი კერძები კი მოამზადეს: ლუკა შიხიაშვილმა, ავთანდილ მაღლაკელიძემ, გეგა ერგემლიძემ და ცოტნე იარალიშვილმა.

საკვების მომზადების პროცესი ხალისიანად და სამზარეულოს წესების სრული დაცვით წარიმართა.

გურული ღვეზელი, წარმოდგენილი იყო საუკეთესო ვერსიით. ლობიანი, ჭადი, ნიგვზიანი სალათა, ხარჩო, ჩახოხბილი, ფხალეული, ბაჟე, ღომი, გებჟალია, ფელამუში, შინდის შეჭამადი - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მოსწავლეებმა მოამზადეს.

აქტივობის მნიშვნელოვანი ასპექტი ქართული ღვინო იყო, რომელიც განთქმულია მთელ მსოფლიოში. ღვინის მომზადების ქართული ტრადიცია უკვე რამდენიმე ათასი წლისაა და ქართულ ღვინოს განსაკუთრებული გემო და არომატი აქვს. ამიტომ, სუფრას ამშვენებდა კონკრეტული კუთხეების მიერ წარმოებული ღვინის ასორტი.

დეგუსტაციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლალი მელივა და სხვადასხვა საგნების პედაგოგები.

სკოლის დირექციამ ოთხივე გუნდი ბოულინგის გასართობ ცენტრში დაპატიჟა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება