სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მამწვარას საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენაზე გამოიფინა 
23-05-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი საინტერესო გამოფენაში მონაწილეობდნენ. 

20 მაისს, სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებლის ჰმაიაკ გრიგორიანის და დირექტორის - ვაჰან მანასიანის ხელმძღვანელობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ვაჰან ტერიანის სახელობის ახალგაზრდობის სახლში მრავალფეროვანი გამოფენა მოეწყო თემაზე - „ვიზრუნოთ დედამიწაზე“.

გამოფენაში სკოლის მოსწავლეები თავიანთი მრავალფეროვანი ნამუშევრებით, დიდი ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ნახატები შექმნეს. მათმა ნამუშევრებმა, მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

„გამოფენის მიზანი იყო ბავშვებში ესთეტიკური და მხატვრული უნარის განვითარება. ბავშვებმა მოკლე დროში მაღალი შედეგი დადეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა - ნინი ხეცურიანმა (მე-11 კლასი) და თამარ ჩარკვიანმა (მე-9 კლასი) ჟიურის წინაშე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
 

 
 
 

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება