| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა. სკოლა, წელს კურსდამთავრებულთა 48-ე თაობას დაემშვიდობა.
„ბოლო ზარის“ ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ღონისძიებაზე, თავიანთი კეთილი სურვილებითა და სიყვარულით აღსავსე სიტყვებით გამოვიდნენ სკოლის დირექტორი სერგეი პეტროსიანი, პირველი და მეთორმეტე კლასების დამრიგებლები: სედა ტონაკანიანი და თინა ლოქიანი.
მე-12 კლასელებმა კი სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, საყვარელ პედაგოგებსა და დირექციას მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. ისინი დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ სკოლას, პედაგოგებს კლასსა და მეგობრებს.
ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეები საზოგადოების წინაშე როგორც სომხური ასევე ქართული ცეკვებითა და „ვალსით“ ლამაზად წარდგნენ.
მე-12 კლასელებმა ასევე იმღერეს და წაიკითხეს ლექსები, რომლებიც სკოლასა და მასწავლებლებს მიუძღვნეს.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ