სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ღირსებით მიგეღწიოთ მწვერვალებისთვის“- საჯავახოს საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
21-05-2024
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები გააცილეს. 

მათთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მეთორმეტეკლასელებმა თეთრი მაისურები ჩაიცვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. 

რასაკვირველია, დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია - იყო ბევრი სიხარული, ღიმილი და იმედიანი განწყობა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ. 

მათ კლასის დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მარიკა იშხანოვა უდიდეს წარმატებას უსურვებს.

„ბავშვებო, გილოცავთ სკოლის წარმატებით დასრულებას. გისურვებთ, იყოთ ბედნიერები, ღირსებით მიგეღწიოთ მწვერვალებისთვის და დარჩენილიყავით უბრალოდ კარგ ადამიანებად. თქვენში არის ძალიან დიდი სინათლე, რომელსაც გაფრთხილება და გაძლიერება სჭირდება. მინდა, ყოველთვის ისეთ გარემოში მოხვდეთ, რომელიც თქვენში არსებულ საუკეთესო ნაწილს განავითარებს და უარყოფითს დათრგუნავს (თუკი ასეთი გაქვთ). არის ასეთი გამონათქვამი, რომ ადამიანი სხვის ადგილას ჰგავს ფრაკში გამოწყობილ მაიმუნს, რომელიც გაოცებულ ცხენზე ზის. ამიტომ გისურვებთ, თვითრეალიზების მაღალ ხარისხსა და სწორი გზის დასახვას, რომ ჰგავდეთ ფრაკიან ადამიანს, რომელიც თავდაჯერებულ ცხენზე ზის, რადგან მისი მხედარი ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს. პირადად მე, თქვენი დანახვისას ღიმილი და სინათლე მეფინება სახეზე და ეს თქვენითაა განპირობებული. მჯერა, რომ ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ 12 წლის განმავლობაში დააგროვეთ, შეიძინეთ, მრავალ წარმატებას მიგაღწევინებთ თქვენი მომავლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთი რამე, ძალიან გიხდებათ ერთად ყოფნა და ეცადეთ, შეინარჩუნოთ ეს მჭიდრო კავშირი. გაუფრთხილდეთ ურთიერთობას, რომელიც თქვენ შორის ამდენი წელია, ყალიბდებოდა“,- წერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ამავე კლასის დამრიგებელი - მარიკა იშხანოვა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება