| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი თაობის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა იზეიმეს. მეთორმეტეკლასელთათვის პირველკლასელმა გოგო-ბიჭებმა კიდევ ერთხელ დარეკეს „ბოლო ზარი“.
კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს მათმა თანატოლებმა, ახალგაზრდები დალოცეს და წარმატებები უსურვეს სკოლის დირექტორმა, ივანდიდის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა, პირველმა მასწავლებელმა და კლასის დამრიგებელმა.
კურსდამთავრებულებმა სკოლის დასრულების აღსანიშნავად, თავიანთი კლასის სახელზე სკოლის ეზოში დარგეს რამოდენიმე მცენარის ნერგი.
„კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ყველა მეთორმეტეკლასელს ამ დღეს! ნათელ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ მათ, საკუთარი სკოლისა და ქვეყნის სასახელოდ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მე-12 კლასელებს დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ