| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, სპორტსმენ მოსწავლეებსაც დიდი მხარდაჭერა აქვთ პედაგოგებისა და სკოლის დირექციის მხრიდან.
სკოლაში თამამად აცხადებენ, რომ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდ წარმატებას აღწევენ სპორტულ სარბიელზეც და ამის დასტური იყო რესპუბლიკურ ტურნირნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიღწეული შედეგიც.
10-12 მაისს, ლანჩხუთის სპორტულ ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის ავთანდილ გოგოლიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სადაც ერკეთის სკოლის მოჭიდავე გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს.
VII კლასის მოსწავლემ, ლალი ჯინჭარაძემ 40 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაიმსახურა I საპრიზო ადგილი, ხოლო VIII კლასის მოსწავლე ნინო რამიშვილმა ამავე კატეგორიაში მოიპოვა მეორე საპრიზო ადგილი.
მოსწავლეების წარმატებით მთელის სკოლა ამაყობს, განსაკუთრებით გახარებული კი, პედაგოგი გივი სიხარულიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ