| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ზარი ბოლოჯერ, საზეიმოდ დაირეკა.
ემოციებით დატვირთული იყო უკვე კურსდამთავრებულებისთვის სასკოლო ცხოვრების ბოლო დღე, დღე უსაზღვროდ ბედნიერი და სევდანარევი, რათა მათ ჩახურეს ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი.
ახალგაზრდებს სკოლაში უამრავი წარმატება უსურვეს და თავიანთი თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებით შეუმკეს.
ემოციური იყო სასკოლო საზოგადოების მიმართვაც.
„ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული გწყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები... სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია. აქედან იწყებ თვალსაწიერის გაფართოებას, ახლის შეცნობას, კულტურას, ზნეობას.
გილოცავთ და გლოცავთ ჩვენო მე-12 კლასელებო. წარმატებულ, ბედნიერ და ლამაზ მომავალს გისურვებთ“, - ასეთი იყო სკოლის მილოცვა, რომელმაც ემოციებით აღავსო კურსდამთავრებულები.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ