| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა საინტერესო ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები რაიონის 8 სკოლასთან ერთად მონაწილეობდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით გამართულ საბავშვო თეატრალურ ფესტივალში.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი 16 და 17 მაისს ჩატარდა.
ფესტივალის თემა ნოდარ დუმბაძის შემოქმედება გახლდათ, მისი მიზანი იყო ახალგაზრდების მოტივაციის გაძლიერება თეატრალური ხელოვნების მიმართ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ როლური თამაში ბავშვის რამდენიმე უნარის განვითარებას უწყობს ხელს, ეს ფესტივალი კი ამისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა გახლდათ.
ფესტივალის მონაწილეებს აფასებდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებული ჟიური, შეფასების შედეგად იორმუღანლოს საჯარო სკოლამ მიიღო პრიზი. ამავე სკოლიდან გახლდათ გამარჯვებული მოსწავლეც.
სკოლა მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ გულიკაშვილს, ფესტივალის ორგანიზატორს - ნინო ქაიხოსროშვილს, რესურსცენტრის ხელმძღვანელს - ლელა ფანოზიშვილს, მოსწავლეებს, ასე კარგად რომ გაითავისეს როლები და თავი გამოიჩინეს, ასევე ხელმძღვანელ მასწავლებელს - ლალი ვაჩრიშვილს და ხაჯა ნოვრუზოვას, რომლეიც პედაგოგს გვერდში ედგა და მხარს უჭერდა. აღსანიშნავია, რომ პედაგოგი განსაკურებულ მადლობას უხდის დირექტორ რიზვან უსუფოვს თანადგომისთვის.
„მე თქვენ მიყვარხართ ბავშვებო!“,- ასეთი გახლდათ პედაგოგის ლალი ვაჭრიშვილის მიმართვა მოსწავლეებიადმი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ